ჩვენ ვართ პროფესიონალი მეეზოვეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც გაალამაზებს, დაასუფთავებს და გააჯანსაღებს თქვენს ეზოსა და ბაღს. საქმეში კი გვეხმარება ჩვენი მრავალი წლის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება!

ეზოსა და ბაღში არსებული მყუდრო და სუფთა გარემო თქვენი სიმშვიდისა და ხარისხიანი დროის გატარებისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. გარდა ესთეტიკისა, ლამაზი და ჯანსაღი ეზო თქვენი სიმყუდროვისა და კომფორტისთვისაც აუცილებელია.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ როგორც საკუთარი სახლების, აგარაკებისა და ბაღების, ასევე, ორგანიზაციების, სასტუმროების, სკვერებისა და პარკების საბაღე მომსახურებას როგორც ერთჯერადი, ისე ხანგრძლივი, სახელშეკრულებო მომსახურების სახით.

ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ეზოს მოწყობაში - მცენარეების დარგვაში, ბალახის დათესვაში, მორწყვისა და წამლობითი სამუშაოების ჩატარებაში, ბილიკის დაგებაში, განათების მოწყობაში და ა.შ.

შეიქმენით მყუდრო, სუფთა, ჯანსაღი და კომფორტული გარემო მეეზოვის გუნდთან ერთად და განიტვირთეთ თქვენს ლამაზ ეზოსა და ბაღში!